ნიორი
ნიორი (ინგლ. Garlic) არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ალიცინს – გოგირდოვან ნაერთს, რომელსაც ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
ასევე მდიდარია C და B6 ვიტამინებით, რომლებიც ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას და ტვინის განვითარებას.
ნიორი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაწლავების ბალანსს, რადგან ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
როგორ შევიტანოთ ბავშვის კვებაში?
ნიორი რეკომენდებულია 6 თვიდან, მაგრამ მხოლოდ მოხარშული ან მოთუშული ფორმით, რადგან მისი ძლიერი არომატი და აქტიური ნაერთები უმი სახით შესაძლოა ბავშვის კუჭს გაუჭირდეს.
შესაძლებელია მცირე რაოდენობით დამატება ბოსტნეულის პიურეებში, სუპებში ან ხორცის კერძებში.
უმი ნიორი 18 თვიდან მცირე რაოდენობით შეიძლება დაიტანოს კერძებში, თუმცა თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი გადაჭარბებული გამოყენება, რათა კუჭის გაღიზიანება არ გამოიწვიოს.