ძალაში შესვლის თარიღი: 18/02/2025
ბოლო განახლება: 18/02/2025

მიზანი

როდესაც სტუმრობთ ვებსაიტს www.petitgourmet.ge, ვალდებული ხართ წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შესაძლოა განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა და შევიტანოთ ცვლილებები, ამიტომ გირჩევთ დროდადრო გადაამოწმოთ იგი.

მომხმარებელი, რომელიც ნებაყოფლობით აწვდის პერსონალურ მონაცემებს Petit Gourmet-ს, ავტომატურად აძლევს ნებას, რომ ეს მონაცემები შევინახოთ და დავამუშავოთ.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს, მიზნებს და გამოყენების პირობებს. “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის” საფუძველზე, Petit Gourmet მიზნად ისახავს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა Petit Gourmet-ის ვებსაიტის გამოყენების წესების განუყოფელი ნაწილია და წარმოადგენს ორმხრივად სავალდებულო დოკუმენტს.

ტერმინების განმარტება

  • Petit Gourmet (შემდგომში “ჩვენ”, “ჩვენი”, “ვებსაიტი”) – “Petit Gourmet” , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული.
  • პერსონალური მონაცემები – ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან.
  • მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა ნებისმიერი სახის დამუშავება ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა ავტომატური საშუალებებით.
  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში “მომხმარებელი”) – ნებისმიერი პირი, რომლის მონაცემებიც მუშავდება.
  • მომხმარებლის თანხმობა – მომხმარებლის გამოკვეთილი თანხმობა ამ დოკუმენტის წაკითხვასა და მისი მონაცემების დამუშავებაზე.
  • მესამე მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • პირდაპირი მარკეტინგი – პროდუქციისა და სერვისების შეთავაზება ფოსტით, სატელეფონო ზარებით, ელფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

თანხმობა

Petit Gourmet-ის ვებსაიტის გამოყენება ითვლება მომხმარებლის თანხმობად კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. შესაბამისად, მომხმარებელი უფლებას აძლევს Petit Gourmet-ს, დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები.

მოცემული ინფორმაცია გამოიყენება Petit Gourmet-ის სერვისის გაწევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

Petit Gourmet მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს, თუ:

  • მომხმარებელმა გასცა თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა Petit Gourmet-ის სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისათვის.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები მოიცავს:

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების მართვას;
  • ვებსაიტზე მომხმარებელთა აქტივობების მონიტორინგს;
  • განახლებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმირებას;
  • მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემოწმებას;
  • მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და თაღლითობის პრევენციას;
  • კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას კანონით დადგენილ შემთხვევებში.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია:

  • რა სახის მონაცემებს ამუშავებს Petit Gourmet;
  • მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები;
  • მონაცემების შეგროვების მეთოდები;
  • ვის გადაეცემა მომხმარებლის მონაცემები.

Petit Gourmet ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში შეცვალოს, განაახლოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არაზუსტი ან არასრულყოფილია.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.

მონაცემების გაზიარება

Petit Gourmet მომხმარებლის მონაცემებს უზიარებს:

  • მესამე პირებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში;
  • სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა ნებისმიერ დროს.

ლოგ ფაილები და ქუქიფაილები

Petit Gourmet იყენებს ლოგ ფაილებსა და ქუქი-ფაილებს მომხმარებლის ქცევის გასაანალიზებლად და სერვისის გაუმჯობესებისთვის. შეგროვებული მონაცემები მოიცავს:

  • IP მისამართს;
  • მოწყობილობის ტიპს;
  • ბრაუზერის დეტალებს;
  • ვიზიტის დროსა და ხანგრძლივობას;
  • ვებსაიტზე მომხმარებლის ქმედებებს.

მომხმარებელს შეუძლია მართოს ქუქი-ფაილების პარამეტრები ბრაუზერის საშუალებით.

მონაცემთა შენახვის ვადა

Petit Gourmet ინახავს პერსონალურ მონაცემებს კანონის შესაბამისად განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

უსაფრთხოება

Petit Gourmet იყენებს ყველა საჭირო ზომას მონაცემთა დაცვისთვის, მაგრამ არ აგებს პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ არაუფლებრივი წვდომის შემთხვევაში. მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, დაიცვას საკუთარი ინფორმაცია.

ცვლილებები და დამატებები

Petit Gourmet იტოვებს უფლებას შეცვალოს და განაახლოს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტით ან ვებსაიტზე განთავსებული განცხადებით.

კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით info@petitgourmet.ge.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 18/02/2025