ავტორი-თამუ ლოლა რობინსონი

თამუ ლოლა რობინსონი არის ბავშვთა კვების კონსულტანტი და ნუტრიციის ქოუჩი, რომელიც მშობლებს ეხმარება ბავშვებისთვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში.

მას მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები კვების მეცნიერებასა და ბავშვთა კვებაში, მათ შორის სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებიდან. იგი ასევე ფლობს დიპლომებს და კვალიფიკაციებს სხვა პრესტიჟული ინსტიტუტებიდან კულინარიასა და ნუტრიციოლოგიაში.

მისი კარიერა დაიწყო რესტორნების მართვითა და პირადი შეფის საქმიანობით, სადაც მრავალი ცნობილი პირისთვის ამზადებდა კერძებს. განსაკუთრებული გამოცდილება ჰქონდა გრინვიჩში (კონექტიკუტი), სადაც ტომი ჰილფიგერის ოჯახში კერძო მზარეულად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კლიენტები გურმანული კერძებით ინტერესდებოდნენ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვებს ჯანსაღი და ნუტრიენტებით მდიდარი საკვები მიეღოთ.

ამ გამოცდილებამ მას ახალი პერსპექტივა გაუხსნა და ბავშვთა კვებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავდა. ამის შემდეგ დაიწყო ბავშვთა კვების კონსულტაციები სხვა ოჯახებისთვის, ინდივიდუალური მენიუების შექმნა და საკვებ პროდუქტებზე განათლების გავრცელება. მონაწილეობა აქვს სასკოლო პროექტებში, სადაც ნუტრიციულ-კულინარიული შეხვედრები და ლექციები ჩაუტარებია.

ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც დედობის ახალი გამოცდილება მიიღო. თამუ ლოლა რობინსონი სამი შვილის დედაა და ყოველდღიურად აწყდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვილებისა და პატარებისთვის ჯანსაღი კვების შეთავაზებას უკავშირდება.

შვილების აღზრდის პროცესში, როცა ცდილობდა მათთვის ნატურალური და ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შეეთავაზებინა, აღმოაჩინა, რომ ქართულ ენაზე ბავშვთა კვების პრაქტიკული და გასაგები სახელმძღვანელო არ არსებობდა. როგორც დედამ, რომელიც მუდმივად ეძებდა საუკეთესო მიდგომებს, დაინახა მშობლებისთვის საჭიროება, სანდო, მარტივად გამოსაყენებელი რესურსებისა.

მეგობრებისა და ახლობლების თხოვნამ შთააგონა, თავისი ცოდნა და დედობის გამოცდილება ერთ წიგნში გაეერთიანებინა. ასე შეიქმნა ბავშვთა კვების წიგნების სერია, რომლის პირველი ნაწილი ჩვილებისთვის მყარი საკვების წარდგენას ეხება 4-დან 12 თვის ასაკში და წარმოადგენს სრულყოფილ გზამკვლევს მშობლებისთვის.

ავტორი იმედოვნებს, რომ ეს წიგნი დაეხმარება მშობლებს, შვილებს ჯანსაღი კვების ჩვევები ჩამოუყალიბონ და ჯანმრთელი განვითარების საფუძველი შეუქმნან. ამასთან, მუშაობს ახალ წიგნებზე, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მოერგება და მშობლებისთვის პრაქტიკულ და სახალისო გზამკვლევად იქცევა.

სერთიფიკატები