Petit Gourmet არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა ჯანსაღ კვებასა და საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. ბავშვის ჯანმრთელობის საფუძვლები პირველივე დღეებიდან იწყება, ამიტომ მშობლებისთვის სანდო და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდება ჩვენთვის პრიორიტეტულია.

გარდა ამისა, ჩვენს ბლოგში წარმოდგენილია ბევრი ღირებული და საგანმანათლებლო ინფორმაცია, რომელიც არა მხოლოდ ბავშვთა კვებას, არამედ უფროსების ჯანსაღი კვებითი ჩვევებისა და ყოველდღიური რაციონის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

რას გთავაზობთ:

  • ბავშვთა კვების გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ 4 თვიდან ზემოთ ბავშვთა კვების ეტაპების სწორად გაცნობასა და მართვაში.
  • ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სტატიების, ვიდეოებისა და კვლევების საშუალებით, რათა მშობლებმა შეძლონ ბავშვებისთვის სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება.
  • საკვების ხარისხისა და არჩევანის შესახებ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მშობლებს გაარკვიონ, რომელი პროდუქტებია საუკეთესო ბავშვის ჯანმრთელობისთვის და როგორ აირჩიონ უმაღლესი ხარისხის საკვები.
  • პრაქტიკულ და მარტივ რეცეპტებს, რომლებიც მორგებულია ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე, რათა კვება გახდეს ჯანსაღი, გემრიელი და საინტერესო.
  • ინტერაქტიულ კონტენტს, როგორიცაა ტესტები, გამოკითხვები და საინტერესო ფაქტები, რათა ბავშვთა კვების მეცნიერება მარტივი და გასაგები გახდეს.
  • სამომავლო პროექტებს, რომელსაც ეტაპობრივად გაგაცნობთ.

ჩვენი მიზანია, მშობლებს მივაწოდოთ ღირებული ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ბავშვთა ჯანსაღი კვების კულტურის ჩამოყალიბებას.

შემოგვიერთდი და ერთად ვიზრუნოთ ბავშვთა ჯანმრთელ მომავალზე.