ხახვი
ხახვი (თეთრი, წითელი) (ინგლ. Onion) არის ანტიოქსიდანტების, განსაკუთრებით კვერცეტინისმდიდარი წყარო, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით გამოირჩევა.
ასევე შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, და გოგირდოვან ნაერთებს, რომლებიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
წითელი ხახვი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ხოლო თეთრი ხახვი უფრო ნეიტრალური გემოსაა.
როგორ შევიტანოთ ბავშვის კვებაში?
ხახვი რეკომენდებულია 6 თვიდან, მაგრამ მხოლოდ თერმულად დამუშავებული (მოხარშული, მოთუშული ან გამომცხვარი), რათა მისი ძლიერი გემო და მკვეთრი ეფექტი შემცირდეს.
შესაძლებელია ბოსტნეულის პიურეში, წვნიანებში ან ხორცის კერძებში დამატება.
უმი ხახვის მიღება ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის 12-14 თვემდე, რადგან მისი მძაფრი არომატი შესაძლოა კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს.