კინოა
კინოა – სუპერმარცვლეული ბავშვისთვის
კინოა (ინგლ. Quinoa) ასევე პსევდომარცვლეულია, მაგრამ მას „სუპერმარცვლეულსაც“ უწოდებენ, რადგან იგი მდიდარია ამინომჟავებით, მაღალი ხარისხის ცილებით და მინერალებით. კინოა არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ უსაფრთხოა ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია ან საჭმლის მომნელებელი სირთულეები.
კინოა შეიცავს ყველა 9 აუცილებელ ამინომჟავას, რაც იშვიათია მცენარეულ პროდუქტებში. ის,რკინის, მაგნიუმის და კალციუმის წყაროა – ხელს უწყობს ძვლების განვითარებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
კინოა მსუბუქი და ადვილად ასათვისებელია ბავშვის კუჭისთვის.
ის ანტიოქსიდანტებით მდიდარია – ხელს უწყობს უჯრედების დაცვას და ზოგად ჯანმრთელობას.
როგორ შევიტანოთ ბავშვის კვებაში?
ბავშვის კვებაში მისი ჩართვა შესაძლებელია 6-7 თვიდან პიურეს ან ფაფის სახით.
8-10 თვიდან ქინოა შესაძლებელია დაემატოს ბოსტნეულთან, ხორცთან ან სუპებში.
მისი ფქვილი გამოიყენება ბლინების, პურისა და ორცხობილების მოსამზადებლად.
ქინოა შეიცავს ბუნებრივად დამცავ ნაერთებს (საპონინებს), რომლებიც შესაძლოა ბავშვისთვის მძიმე მოსანელებელი იყოს. ამიტომ მოხარშვამდე აუცილებელია მისი წყალში დაყოვნება 2 საათით მაინც და კარგად გარეცხვა და გადაწურვა.