შვრია
შვრია – რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის კვებაში?
შვრია (ინგლ.Oats) ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მარცვლეულია ბავშვის კვებაში, რადგან ის მდიდარია ბოჭკოებით, რკინით, ცილებით და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. შვრიის ბოჭკოები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს ყაბზობის რისკს. ის შეიცავს მძიმე მეტალების დაბალ რაოდენობას, რაც მას უსაფრთხო არჩევანად აქცევს ჩვილებისა და პატარებისთვის.
როგორ შევიტანოთ ბავშვის კვებაში?
შვრიის ფაფა იდეალური პირველადი დამატებითი საკვებია (6 თვიდან), რადგან ის არ შეიცავს გლუტენს და ბავშვის ორგანიზმი მას მარტივად ამუშავებს. მშობლებს შეუძლიათ მოამზადონ წყლით,ფორმულით, ძროხის რძით(12 თვიდან) ან მცენარეული რძით, ხოლო დამატებით შესაძლებელია ხილის პიურეს ან თხილის კარაქის დამატება, რათა საკვები უფრო ნოყიერი და გემრიელი გახდეს.