კერძი ბატატით, ქათამით და ბროკოლით
ულუფა: 3-4 სუფრის კოვზი
ასაკი: 8-10 თვე
მომზადების დრო: 20-25 წუთი
🥣 ინგრედიენტები:
🔸 ½ პატარა ბატატი
🔸 30 გ მოხარშული ქათმის ფილე
🔸 3 პატარა ბროკოლის ყვავილი
🔸 ½ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
👩🍳 მომზადების პროცესი:
1️⃣ მოხარშეთ ქათმის ფილე სრულ მზაობამდე. გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად
2️⃣ ბოსტნეული დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოამზადეთ ორთქლზე ან მოხარშეთ 15-20 წუთი, სანამ კარგად დარბილდება.
3️⃣ დააბლენდერეთ ან ჩაჭყლიტეთ ბოსტნეული ჩანგლით, სასურველი ტექსტურის მიღებამდე.
4️⃣ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
პიურეს ვარიანტი:
✅ თუ ჩვილი არ არის მზად ტექსტურიანი საკვებისთვის, მოამზადეთ გლუვი პიურე და გააზავეთ ბოსტნეულის ნახარშით.