6-8 თვე – ახალი გემოების აღმოჩენის ეტაპი
როგორ გავაგრძელოთ დამატებითი კვება, თუ ბავშვმა 4-5 თვის ასაკში უკვე დააგემოვნა საკვები
თუ თქვენს ბავშვს დაგემოვნებული აქვს სხვადასხვა პიურე 4-5 თვის ასაკში, 6 თვიდან შესაძლებელია საკვები პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდა.
თუ აქამდე პიურეები რძის კონსისტენციის იყო, ახლა შეგიძლიათ ოდნავ სქელი, თუმცა კვლავ გლუვი პიურეების მიცემა.
საკვების ულუფაც ნელ-ნელა გაზარდეთ, თუ 6 თვემდე მხოლოდ 1 -2 ჩაის კოვზს სთავაზობდით, ამ ეტაპზე შეგიძლიათ:
6 თვიდან – 2 ჩაის კოვზი- 3 სუფრის კოვზის ოდენობის პიურე შესთავაზოთ, თხელი და გლუვი, დღეში 2-ჯერ.
7 თვიდან – 4 სუფრის კოვზამდე გაზარდოთ პორცია, 2ჯერ დღეში.
თუ პირველ დამატებით საკვებს 6 თვიდან იწყებთ!
ბავშვის კვების გზა 6 თვის ასაკიდან კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. თუ აქამდე ჩვილის ერთადერთი საკვები დედის რძე ან ფორმულა იყო, ახლა მისი კვების რაციონში ახალი ინგრედიენტები და ტექსტურები ეტაპობრივად ემატება. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე ერთ ინგრედიენტიანი პიურეებით დაიწყოთ, რათა ახალ საკვებთან შეგუება უსაფრთხო და ეტაპობრივი იყოს.
დასაწყისისთვის გამოიყენეთ 4-6 თვის ჩვილებისთვის განკუთვნილი რეცეპტები და შემდეგ, როცა ბავშვი შეეგუება ახალ გემოსა და ტექსტურას, ნაბიჯ-ნაბიჯ გადადით 6-8 თვემდე შესაბამის პიურეებზე.
მზად არის ჩვილი დამატებითი კვებისთვის?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პატარა მზად არის დამატებით საკვებისთვის.
ჩვილი, როგორც წესი, მზადაა დამატებითი კვებისთვის, თუ:
დაბადების წონას გაორმაგებულია;
დამოუკიდებლად ზის ან მხარდაჭერით შეუძლია სხეულის გაკონტროლება;
ინტერესს გამოხატავს საკვების მიმართ – გაკვირდება როგორ ჭამთ და ცდილობს საჭმლის ხელით აღებას;
პირის გაღებით რეაგირებს საკვების შეთავაზებაზე;
ენით საკვების გამოდევნის რეფლექსი შემცირებულია და შეუძლია გადაყლაპვა.
თუ თქვენი ბავშვი ავლენს ამ ნიშნებს, შეგიძლიათ დაიწყოთ დამატებითი კვების ეტაპი!
6-8 თვემდე ასაკში დამატებითი კვების მთავარი პრინციპები
ამ ასაკში დედის რძე ან ფორმულა მთავარ საკვებად რჩება – დამატებითი კვება მხოლოდ ახალი გემოების გაცნობას ემსახურება და თანდათან ზრდის საკვების რაოდენობას.
დაიწყეთ ერთ ინგრედიენტიანი პიურეებით – თითოეული ახალი პროდუქტი 1-2 დღის შუალედით შესთავაზეთ, რათა მარტივად შეამჩნიოთ შესაძლო ალერგიული რეაქცია.
გადადით უფრო სქელ კონსისტენციაზე – 4-6 თვიდან რძის კონსისტენციის პიურეები გამოიყენებოდა, ახლა კი შესაძლებელია ოდნავ სქელი ტექსტურის შეთავაზება.
აირიდეთ დამატებითი ინგრედიენტები – არ დაამატოთ შაქარი, მარილი, სანელებლები, თაფლი ან სხვა უცხო ინგრედიენტები, რადგან ჩვილის საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ძალიან ნაზია და ყალიბდება.
დაიწყეთ მცირე რაოდენობებით – პირველ დღეებში საკმარისია 1-2 ჩაის კოვზი, შემდეგ ეტაპობრივად გაზარდეთ ულუფა.
დაიცავით ბავშვის რიტმი – თუ პატარა არ არის დაინტერესებული საკვებით, ნუ დააძალებთ. სცადეთ ისევ რამდენიმე დღის შემდეგ.
რამდენჯერ და რამდენი საკვები უნდა მივცეთ?
6- 7 თვე– 1-2 ჩაის კოვზიდან დაწყებული, თანდათან 2-3 სუფრის კოვზამდე გაზრდით, 2-ჯერ დღეში.
7 – 8 თვემდე – 3-4 სუფრის კოვზი, 2 კვება დღეში.
6-8 თვემდე ჩვილისთვის რეკომენდებული პროდუქტები
6-8 თვის ჩვილისთვის რეკომენდებულია ორთქლზე, წყალში მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული, დაბლენდერებული და გაზავებული დედის რძით, ფორმულით ან წყლით. თავდაპირველად შესთავაზეთ თხელი კონსისტენციის პიურეს სახით, შემდეგ ეტაპობრივად დაუტოვეთ მეტი ტექსტურა.
ბოსტნეული (
Vegetables)
(ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი, დაბლენდერებული, პიურეს სახით ან BLW მეთოდით, იხილეთ ცალკე თავში.)
სტაფილო
ბატატი
გოგრა
ბროკოლი
ისპანახი
ყაბაყი
კარტოფილი
ტკბილი წიწაკა
სიმინდი
ხახვი (მოხარშული და მცირე რაოდენობით დამატებული სხვა უკვე გასინჯულ ბოსტნეულის პიურეს)
ჭარხალი (ორთქლზე, ღუმელში ან მოხარშული, პიურეს სახით)
ძირთეთრა
ნიახურის ბოლქვი
ხილი (
Fruits)
პირველ ეტაპზე ხილი უნდა იყოს თერმულად დამუშავებული (ორთქლზე ან წყალში მოთუშული, ღუმელში გამომცხვარი), დაბლენდერებული და გაზავებული დედის რძით, ფორმულით ან წყლით. ბანანის თერმული დამუშავების გარეშე მიაწოდოთ.
ვაშლი
მსხალი
ატამი
ალუბალი (კურკა გამოცლილი)
მანგო
ბანანი
საზამთრო
მარწყვი (თუ ოჯახში ალერგია არ არის, ყურადღებით გააცანით)
მოცვი
ყურძენი (თესლის და კანის გარეშე და კარგად დაჭრილი)
გარგარი (კურკა გამოცლილი, ორთქლზე მოხარშული)
მარცვლეული და ბურღულეული (
Grains and cereals)
(ორთქლზე ან წყალში მოხარშული, დაბლენდერებული)
შვრიის ფაფა
ბრინჯის ფაფა
ფეტვის ფაფა
ჭვავის ან ქერის ფაფა
წიწიბურა (მოხარშული და დაბლენდერებული)
კინოა (მოხარშული, რბილი ტექსტურის)
ყავისფერი ბრინჯი (მოხარშული და დაბლენდერებული)
ცილები (
Proteins)
(მცირე ულუფებით. ხორცი და პარკოსნები კარგად მოხარშეთ დააბლენდერეთ და გააზავეთ დედის რძით, ფორმულით ან წყლით.)
კვერცხის გული (მოხარშული, კარგად გათქვეფილი)
ქათმის ან ინდაურის ხორცი (მოხარშული და დაბლენდერებული)
ფილე მინიონი (მოხარშული, დაბლენდერებული, რბილი ტექსტურის)
ოსპი (მოხარშული და დაბლენდერებული)
ოსპის ან სხვა პარკოსნების პიურე (სიფრთხილით, პატარა ულუფებით)
სასარგებლო ცხიმები (
Healthy Fats)
ჩვილებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხიმების მიღება. მცირე რაოდენობით დაუმატეთ პიურეებს ან ფაფებს.
ავოკადო,
ავოკადოს ზეთი
ზეითუნის ზეთი (მცირე რაოდენობით)
ქოქოსის ზეთი (მცირე რაოდენობით)
კარაქი (უმარილო და მცირე რაოდენობით)
რძის პროდუქტები (
Dairy)
მხოლოდ მცირე რაოდენობით, პასტერიზებული რძისგან დამზადებული პროდუქტები
უმარილო ხაჭო
უმარილო ყველი (სულგუნი)
მაწონი ან იოგურტი (უშაქრო, უმარილო)
როგორ შევინახოთ ჩვილის პიურე?
გაყინვა: პატარა ულუფებად (მაგალითად, ყინულის კუბიკებად).
გალღობა: ერთი ან ორი კუბი თასში მოათავსეთ მაცივარში გაალღვეთ რამდენიმე საათით ადრე ან ღამით.
თბილი წყლის აბაზანა: გაყინული პიურე მოათავსეთ პატარა თასში და შემდეგ ჩადგით მეორე, თბილი წყლით სავსე თასში, რათა ნელა და თანაბრად გალღვეს და გათბეს.
მაცივარში შენახვა: ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, მაქსიმუმ 24 საათი.