მცენარეული რძე

🌱 მცენარეული რძეები (Plant-Based Milk)

(ნუშის, ბრინჯის, ქეშიუს, შვრიის რძე და სხვა)

მცენარეული რძე შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვის რაციონში, თუმცა მათი ჩართვისას აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა:

📌 თხილეულზე ალერგიული რეაქციის გამორიცხვა აუცილებელია!

  • 2 წლამდე – მხოლოდ მცირე რაოდენობით და მხოლოდ, როგორც ერთ-ერთი ინგრედიენტი რეცეპტებში (არა ძირითად სითხედ).
  • 2 წლიდან – შესაძლებელია დამოუკიდებლადაც მცირე რაოდენობით, მაგრამ აუცილებლად შაქრის გარეშე.

💡 გაითვალისწინეთ:
მცენარეული რძეები არ შეიცავს ისეთივე რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, როგორიც ძუძუთი კვებას ან სპეციალურ ფორმულებს აქვს. ამიტომ ის მხოლოდ დამატებითი პროდუქტია და არა ძირითადი კვების წყარო.

მცენარეული რძის არჩევისას:

საუკეთესოა სახლში თავად მომზადებული მცენარეული რძის გამოყენება

✨ მცენარეული რძე კარგი ალტერნატივაა ბავშვის რაციონის გამრავალფეროვნებისთვის, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები.

მოერიდეთ ისეთ რძეს, რომელიც შეიცავს დამატებულ შაქარს, ხელოვნურ დანამატებს ან გემოს გამაძლიერებლებს.

მსგავსი ბლოგები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *