ორაგული

🐟 ორაგული (Salmon)

ორაგული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საკვები ნივთიერებებით მდიდარი თევზია, რომელიც რეკომენდებულია პატარების რაციონში. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (DHA და EPA), რაც ხელს უწყობს ბავშვის ტვინის, მხედველობისა და ნერვული სისტემის სწორ განვითარებას. ორაგული ასევე მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით, რაც აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილის ზრდისთვის. იგი შეიცავს B12 და D ვიტამინებს, სელენსა და იოდს, რაც ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.

ორაგულში შემავალი ასტაქსანტინიძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

📌 როგორ შევიტანოთ ბავშვის კვებაში?

🔸 6 თვიდან: ორაგული უნდა იყოს ორთქლზე მომზადებული ან ღუმელში გამომცხვარი. მოამზადეთ კარგად, შემდეგ დაბლენდერებული პიურეს სახით მიაწოდეთ პატარას. მის გასამდიდრებლად, შეურიეთ ბოსტნეულის პიურეს (მაგალითად, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი).

🔸 12 თვიდან: შეგიძლიათ მისცეთ პატარა ზომის რბილად მომზადებული ნაჭრები, ან დაამატოთ ნაკლებ მარილიან სუპებში.

💡 გაითვალისწინეთ:

პირველი გაცნობისას დაიწყეთ მცირე ულუფებით, რათა დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას და დარწმუნდეთ ალერგიის არარსებობაში.

აირჩიეთ მხოლოდ ახალი, ხარისხიანი, ველურად დაჭერილი ან მაღალი ხარისხის ფერმაში გაზრდილი ორაგული.

მოერიდეთ მარილის, სანელებლებისა და სხვა დანამატების გამოყენებას 12 თვემდე ასაკის ბავშვისთვის.

მსგავსი ბლოგები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *